ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტთა ქარავანმა ცენტრალური მექსიკის ქალაქ ირაპუატოს მიაღწია


ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მიგრანტთა ქარავანი შეერთებული შტატებისკენ სვლას აგრძელებს, ხანდახან ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრავი მძღოლების დახმარებითაც.

კვირას ქარავანმა ირაპუატოს მიაღწია. ეს სოფლის მეურნეობის ქალაქია, რომელიც 100 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ კუერეტაროდან, სადაც ჯგუფმა შაბათი ღამე გაათია.

მექსიკელი სამართალდამცავები მათ ტრანსპორტით არ უზრუნველყოფენ, თუმცა ავტომობილების მოძებნაში ეხმარებიან.

ქალაქ კუერეტაროს მთავრობამ „ტვიტერით“ განაცხადა, რომ პარასკევს და შაბათს, შტატი 6531-მა მიგრანტმა გადაკვეთა, კვირა დილით კი 5771-მა დატოვა თავშესაფრები, სადაც ისინი ღამეს ათევდნენ.

ქარავანი შეერთებული შტატების საზღვრიდან ჯერ 2500 კილომეტრით არის მოშორებული, მაგრამ მათი მარშრუტი მიანიშნებს, რომ მიგრანტები მექსიკის ქალაქ ტიჰუანისკენ მიემართებიან, რომელიც შეერთებული შტატების ქალაქ სან-დიეგოს ესაზღვრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG