ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მეტა" "ფეისბუქის" ნაცვლად 


კომპანია „ფეისბუქმა“ სახელი შეიცვალა და მას უკვე „მეტა“ ქვია. ინფორმაცია 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სახელი მარკ ზაკერბერგმა მთავარ კომპანიას შეუცვალა და როგორც აღინიშნა, ეს „მეტავერსს“ უკავშირდება, რაც ონლაინ სამყაროს შემნას გულისხმობს. ციფრულ სამყაროში ადამიანებს შეეძლებათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურად, „ვი არ“-ის გამოყენებით.

რაც შეეხება სხვადასხვა პლატფორმებს - „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, „ვოთსაფს“, მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ მათი სახელები უცვლელი დარჩება.

კომპანიის სახელის ცვლილებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, კომპანიის ცენტრალურ შენობას კალიფორნიაში სახელი უკვე შეუცვალეს. კომპანია „მეტა“ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას საინტერესო სიახლეებს პირდება.

კომპანიაში "მეტა" თვლიან, რომ "მეტავერსი" შემდეგი დიდი მიმართულება იქნება ტექნოლოგიების განვითარებაში, მობილური ინტერნეტის გავრცელების შემდეგ. მათი აზრით, ახალი საკომუნიკაციო სივრცე ხელს შეუწყობს ადამიანთა შემოქმედებითი, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

"ფეისბუქის" რეპუტაციიდან გამომდინარე, კრიტიკოსები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პლატფორმამ შესაძლოა ადამიანთა ონლაინ ცხოვრებაზე კიდევ უფრო მეტი კონტროლი მოიპოვოს. ისინი პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემების გაღრმავებასაც მოელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG