ანგელა მერკელმა დღეს კანონმდებლებს მოუწოდა, დაამტკიცონ ახალი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის დროს კანცლერს ქვეყნის ცენტრალიზებული მართვის საშუალებას მისცემს. გერმანია უაღრესად დეცენტრალიზებულია, რის გამოც ცალკეულ შტატებს აქვთ უფლება თქვად შემოიღონ ან გააუქმონ შეზღუდვები. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, პოლიტიკური სისტემა გერმანიის ლიდერს არ აძლევს საშუალებას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და მთელ ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვები დააწესოს.
მერკელის თქმით, ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღის საფრთხეების წინაშეა და მთელ რიგ რეგიონებში ინფიცირების ზრდის ფონზე, გერმანელთა უმეტესი ნაწილი კანცლერის უფლებამოსილებების გაზრდას ეთანხმება. პარლამენტისადმი მიმართვას მას ხშირად და უხეშად აწყვეტინებდნენ უკიდურესად მემარჯვენე კანონმდებლები, რომლებიც შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიან.
"შეშფოთებული ინტენსიური პალატების თანამშრომლების ზარები არ წყდება. რა უფლება გვაქვს მათი პრობლემები არ გავითვალისწინოთ" - კითხულობდა მერკელი. თუმცა, მემარჯვენე კანონმდებლები ემხრობიან რამდენიმე რეგიონის ლიდერს, რომლებიც უარს ამბობენ ფედერალური რეგულაციების გატარებაზე და შეზღუდვების კვლავ შემოღებაზე.
გერმანიის 16 შტატში საკუთარი ძალაუფლების გატარების სურვილის გამო, კანცლერს კრიტიკოსები საკუთარ პარტიაშიც ჰყავს. კარანტინის შემოღების მოწინააღმდეგეებმა მთელ გერმანიაში საპროტესტო აქციებიც გამართეს.
Facebook Forum