ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება


გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. კანცლერი ანგელა მერკელი კი ახალი კანონის შემუშავებას გეგმავს, რომ კოვიდ ინფექიის მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონებში შეზღუდვები დაწესდეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ანგელა მერკელის სპიკერმა მიაწოდა.

გერმანია უაღრესად დეცენტრალიზებულია, რის გამოც ცალკეულ შტატებს აქვთ უფლება შემოიღონ ან გააუქმონ შეზღუდვები. სწორედ ამის გამო გერმანიის კანცლერი და მთავრობა აპირებენ მიიღონ კანონი, რომლითაც კოვიდ19-ის შეზღუდვების მოხსნას და დაწესებას ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტს. ამ ხისტი გადაწყვეტილების მიზეზი, კი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ცალკეულ შტატებში შეზღუდვების შემსუბუქება გახდა.

ამ დროისთვის გერმანიაში კოვიდ19-ის ის ვარიანტია გავრცელებული, რომელიც მეცნიერებმა თავდაპირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს.

კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია და როგორც ჟურნალისტებისთვის არის ცნობილი, ის სამშაბათს უკვე მზად იქნება. წინასწარი ინფორმაციით კანონი განსაზღვრავს იმ შეზღუდვებს რომელიც ცალკეულმა შტატმა მაშინ უნდა მიიღოს, როცა 7 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG