ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი მემკვიდრეზე საუბარს თავს არიდებს


ანგელა მერკელმა თავი აარიდა კითხვას იმის შესახებ, გახდება თუ არა არმინ ლაშეტი - გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონის მმართველი - მისი მემკვიდრე. მერკელი მხოლოდ ამბობს, რომ ლაშეტი ბევრი ღირსების მქონე კანდიდატია.

ლაშეტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერია. ის კონსერვატიული ბლოკის მოწინავე კანდიდატია, რომელიც რბოლაში კანცლერობის კანდიდატის როლით ჩაებმება. მისი მთავარი მეტოქე, ბავარიის პრემიერი მარკუს სოდერია.

მერკელის თქმით, “ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას მსჯელობაში, რომელიც იმ თანამდებობის მემკვიდრეს ეხება, რომელიც ახლა მიკავია ან ადრე მეკავა. არმინ ლაშეტი რბოლაშია ჩართული და მას, როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერს, უამრავი ღირსება გააჩნია. ამაზე მეტს,


არაფერს ვიტყვი”.

მერკელი სამშაბათს, კაბინეტის სხდომაზე დასწრების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ლაშეტთან ერთად საუბრობდა. გასულ თვეში, ბავარიის კაბინეტის სხდოაზე დასწრების შემდეგ, მან მსგავსი პასუხი გასცა და უარი თქვა მიენიშნებინა, თუ მხარს რომელ კანდიდატს უჭერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG