ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პარტიის ლიდერის პოზიციას 18 წლის შემდეგ ტოვებს. მემარჯვენე-ცენტრისტული გეზის "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" დღეს ჰამბურგში კონგრესი ჩაატარა. მერკელმა თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „პარტია არასდროს არის მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ ყველა მისი წევრი ერთად.“ მერკელს, ნახევარსაათიანი გამოსვლისას, აუდიტორია არაერთხელ წამოუდგა ფეხზე აპლოდისმენტებით. ზოგიერთ დელეგატს ეკავა ტრანსპარენტებიც, წარწერით: "მადლობა, ბოს!“

პარტიას, მეთაურობისთვის, ახლა ორი პრეტენდენტი ჰყავს: პარტიის გენერალური მდივანი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, და კორპორატიული ადვოკატი ფრიდრიხ მერზი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG