ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი: "რუსეთთან კარგი ურთიერთობის გაგრძელებას ვეცდები"


გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ შესაძლო ჰაკერული თავდასხმების მიუხედავად, რუსეთთან კავშირების გასაუმჯობესებლად ძალისხმევას გააგრძელებს. თუმცა, მერკელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებს სერიოზულად უდგება.

„ვეცდები, კარგი ურთიერთობა გავაგრძელოთ რუსეთთან. ვფიქრობ არსებობს ყველა მიზეზი, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევისთვის, თუმცა ეს მარტივი არ იქნება“ - განაცხადა მერკელმა, როდესაც მას რუსეთის მიერ ჰაკერული თავდასხმის შესახებ ჰკითხეს.

გასულ კვირას, გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ, შესაძლო განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, 2015 წელს რუსეთმა გერმანიის პარლამენტზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. მოსკოვი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG