ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მომხდარ აფეთქებას 4 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა


მანბიჯი, 16 იანვარი, 2019
მანბიჯი, 16 იანვარი, 2019

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 4 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ამერიკის ხელმძღვანელობით მებრძოლი კოალიცია ჯერ კიდევ აგროვებს ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით.

კოალიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები სირიის ჩრდილოეთში, ინციდენტის დროს, პატრულირებდნენ. მდგომარეობაში გარკვევისთანავე კოალიცია დეტალებს გაავრცელებს.

ლონდონში ბაზირებული სირიის უფლებების დაცვის ცენტრის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ მანბიჯში მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG