იუ პინგანი, რომელმაც ამერიკაში ჰაკერობის დანაშაული აღიარა, ჩინეთში ძველ სამუშაოზე აღადგინეს. "როიტერის" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ის ახლა ჩინეთში კომპიუტერულ კლასებს, მათ შორის, ინტერნეტის უსაფრთხოებას ასწავლის.
ჩინელი ჰაკერის მსხვერპლი რამდენიმე ამერიკული კომპანია იყო, მათ შორის, შეერთებული შტატების თავდაცვის კონტრაქტორი ფირმებიც. ამ ეტაპზე საჯაროდ არ მჟღავნდება, თუ რა ტიპის ინფორმაცია მოიპარა მათგან იუ პინგანმა. სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მას ჰქონდა წვდომა ჰაკერულ პროგრამაზე, სახელწოდებით "საკულა" (Sakula). პროგრამას შეუძლია კომპიუტერებზე კონტროლი დისტანციურად მოიპოვოს.
ჩინელი მასწავლებელი 2017 წელს ამერიკაში ჩამოსვლისთანავე დააკავეს და ჰაკერული თავდასხმების გამო, ლოს-ანჯელესში გაასამართლეს. მან ბრალი აღიარა სან-დიეგოს ციხეში 18 თვე გაატარა. მოგვიანებით, 2019 წლის თებერვალში, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ მას ჩინეთში დაბრუნების უფლება მისცა.
Facebook Forum