ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია მალიში


საომარი მოქმედებები ალჟირის საზღვართან მიდის

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, მალის ჩრდილოეთში მთებში გამაგრებულ ისლამისტ ამბოხებულებთან მწვავე ბრძოლები გრძელდება. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან ივ ლე დრიანის თქმით. საომარი მოქმედებები ალჟირის საზღვართან ახლოს იფოღას რეგიონში მიმიდნარეობს. მისი თქმით, ამ რაიონში ისლამისტი ამბოხებულების ჭარბი რაოდენობაა გამაგრებული. საფრანგეთის სამხედრო ძალები მალიში იანვარში შევიდნენ. ოპერაციის მიზანს ისლამისტი ამბოხებულების დამარცხება წარმოადგენდა, რომლებსაც რამდენიმე ქალაქი ქონდათ დაკავებული და დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ოპერაციის დანახარჯები 130 მილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG