შეერთებულმა შტატებმა „მტაცებლის“ სახელით ცნობილი რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი გააგზავნა დასავლეთ აფრიკაში მდებარე ნიგერში, მეზობელ მალიში ისლამისტებთან მებრძოლი საფრანგეთის ჯარების დასახმარებლად.
მედიაში გაჟონილი ინფორმაციით ეს მფრინავი რობოტები ნიგერის დედაქალაქ ნაიამეისთან არიან განლაგებულნი და მათ 100 კაციანი ამერიკული პერსონალი ემსახურება. პენტაგონის ოფიციალური პოზიციით ამერიკული დრონები დასავლეთ აფრიკაში მხოლოდ დაზვერვაში მონაწილეობენ.