ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიზ ტრასი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრია


ლიზ ტრასი, ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი, კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაზე
ლიზ ტრასი, ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი, კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაზე

გაერთიანებული სამეფოს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერთა რბოლაში, 47 წლის ლიზ ტრასმა გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო უწყების ხელმძღვანელი სამშაბათს სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

კონსერვატიურული პარტიის ლიდერის შესარჩევ კენჭისყრაში, ტრასმა 81 326 ხმით, 60 399-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა. ლიდერის შერჩევის პროცესი კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო დღეებში მარათონზე ორი ლიდერი გამოიკვეთა: საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი.

„გადასახადების შესამცირებლად და ჩვენი ეკონომიკის გასაძლიერებლად, გაბედულ გეგმას შემოგთავაზებთ. გავუმკლავდები ენერგოკრიზისს, მოვაგვარებ კომუნალური გადასახადების საკითხს და ამასთან ერთად, მოვაგვარებ ენერგომომარაგაებასთან დაკავშირებულ გრძელვადიან საკითხებს“ - განაცხადა ტრასმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება ხანჯრძლივი სკანდალების მთელი სერიის შემდეგ მიიღო. ის სამშაბათს შოტლანდიაში, დედოფალ ელისაბედ მეორესთან გაემგზავრება და მისგან პოსტის დატოვების თაობაზე ოფიციალურ დასტურს მიიღებს. ამის შემდეგ, მონარქი, რომელიც ბრიტანეთში ქვეყნის მეთაურად ითვლება, ლიზ ტრასს პრემიერად დანიშნავს და მას მთავრობის ფორმირებას ფორმალურად სთხოვს.

XS
SM
MD
LG