11 სექტემბერს, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის გამო ვაშინგტონი იმ პირების ვინაობის დადგენას ცდილობს, რომლებიც ამ ტერაქტის უკან იდგნენ.
თავდასხმის შედეგად ლიბიაში ამერიკის ელჩი და მისი სამი თანამშრომელი დაუღუპა. თავდასხმის ორგანიზებაში ლიბიაში მოქმედი ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფება - „ანსარ ალ-შარიაა“ ეჭვმიტანილი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, შეერთებული შტატების უხეში ჩარევა ლიბიის საშინაო საქმეებში, შესაძლოა, სავალალოდ დამთავრდეს, რადგან ქვეყანა ისედაც ანარქიის პირობებშია.
როგორც ლიბიელი პოლიტიკოსი მუსტაფა ღერიანი აცხადებს, ლიბიამ თავად უნდა გამოიძიოს ეს საქმე: „თუ ჩვენ გვინდა, რომ სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ და ავღანეთსა და პაკისტანს არ დავემსგავსოთ, მაშინ კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს გამოძიება და რაიმე ირაციონალური გადაწყვეტილებებისგან თავი უნდა შევიკავოთ.“
ლიბიის ინციდენტმა დიდი როლი ითამაშა შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში და როგორც ჩანს მისი დასრულების შემდეგ ვაშინგტონი საპასუხო რეაქციისთვის ემზადება.
ქაიროს ამერიკის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი, საიდ სადეკი შიშობს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ლიბიის მთავრობა შესაძლოა შეერთებული შტატების მარიონეტად წარმოჩინდეს.
ბატონ სადეკს მიაჩნია, რომ ამერიკის სამხედრო ჩარევის ნაცვლად, ზომიერი მოლაშქრეების გაერთიანება უნდა მოხდეს ექსტრემისტების წინააღმდეგ.
მისი თქმით: „ქვეყანაში ძლიერი ჯარის შექმნას დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ ერაყის მსგავსად საჰავატის, ანუ გამოღვიძების კამპანია უნდა დაიწყოს.“
მრავალრიცხვოვანი ისლამური მილიციები არ არის ამ ქვეყნის ერთადერთი პრობლემა. ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, არსებობს უტყუარი მასალები ლიბიელი მოლაშქრეების მიერ კადაფის და მისი მომხრეების დახვრეტის შესახებ.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ ბოუქარტის განცხადებით, ლიბიის მთავრობის დაპირების მიუხედავად, ამ საქმის გამოძიებისთვის არაფერი გაკეთებულა.
„ისინი მრავალფეროვანი მილიციების გაერთიანებას და გაკონტროლებას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ მათი პარპაში. ლიბიელებმა რევოლუცია იმიტომ მოაწყვეს, რომ თვისუფალ და უსაფრთხო ქვეყანაში ეცხოვრათ,“ - აღნიშნავს პიტერ ბოუქარტი.
ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, პოსტ რევოლუციური სიტუაციიდან გამოსვლა მხოლოდ იარაღის ძალაზე უარის თქმით და კანონის უზენაესობის აღიარებით შეიძლება.