ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი პასუხიმგებლობას თავის თავზე იღებს


U.S. Secretary of State Hillary Rodham Clinton delivers a speech after meeting Peru's President Ollanta Humala in Lima, Peru, Monday, Oct. 15, 2012.
U.S. Secretary of State Hillary Rodham Clinton delivers a speech after meeting Peru's President Ollanta Humala in Lima, Peru, Monday, Oct. 15, 2012.

კლინტონის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტანმენტის თანამშრომლების უსაფრთხოება სწორედ მისი მოვალეობა იყო

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე გასულ თვეში, ლიბიაში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმის გამო. კლინტონის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტანმენტის თანამშრომლების უსაფრთხოება სწორედ მისი მოვალეობა იყო.

პერუში ოფიციალური ვიზიტის დროს, კლინტონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არ იციან ის, თუ რა გადაწყვეილებებს იღებს ყოველდღიურად დიპლომატიური უსაფრთხოების ბიურო ამერიკელი დიპლომატების დასაცავად.

11 სექტემბერს ლიბიაში ამერიკელი ელჩისა და სამი ამერიკელის მკვლელობის შესახებ საუბრისას მან აღნიშნა, რომ მსგავსი თავდასხმების დროს ხშირად შეუძლებელია წინასწარი ინფორმაციის მოპოვება, რასაც უსაფრთხოების ზომების გაძლიერება აუცილებლად მოჰყვება.

ლიბიაში ამერიკის ელჩისა და ამერიკის სამი მოქალაქის მკვლელობა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურად მოტივირებული დავის მიზეზი გახდა.
XS
SM
MD
LG