ლიბიის პრეზიდენტის განცხადებით, თავდასხმა ბენღაზიში მდებარე ამერიკის საკონსულოზე, რომლის დროსაც ამერიკის ელჩი და დიპლომატიური წარმომადგენლობის სამი თანამშრომელი დაიღუპა, წინასწარ დაგეგმილი ინციდენტი იყო.
ამერიკულ ტელევიზია - „ენ-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლიბიის პრეზიდენტმა, მოჰამედ ალ მაღარიფმა განაცხადა, რომ თავდასხმას საერთო არაფერი ჰქონდა ანტი-ისლამური შინაარსის ფილმთან.
„თავდასხმა მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამნაშავეებს ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდათ - თუ სად უნდა მომხდარიყო დარტყმა და როგორ უნდა განხორციელებულიყო თავდასხმა.“
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნულ თავდასხმას უკვე ტერორისტული აქტი უწოდეს. თავდასხმა 11 სექტემბრის მე-11 წლისთავის წინა დღეს განხორციელდა.