ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი და საელჩოს კიდევ სამი თანამშრომელი მოკლეს. ტრაგედია ქალაქ ბენღაზიში მოხდა, როდესაც ადამიანთა ჯგუფმა ამერიკის საკონსულოს ცეცხლი გაუხსნა. მღელვარების მიზეზი ეკრანებზე მოციქულ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ამერიკული ფილმის გამოსვლა გახდა.
ქრისტოფერ სტივენსი პირველი ამერიკელი ელჩია, რომელიც ბოლო ოცი წლის მანძილზე მოკლეს. ის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ დიპლომატად ითვლებოდა. სტივენსი ტრიპოლიში მაისში ჩავიდა. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყები გუშინ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ოთხი ამერიკელის დაღუპვის შესახებ. მათ შორის იყო შეერთებული შტატების ელჩი ლიბიაში, კრის სტივენსი და საგარეო სამსახურის საინფორმაციო მართვის ოფიცერი, შონ სმიტი. ასევე, დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი. ჩვენ ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს და კოლეგებს,“ - ნათქვამია ჰილარი კლინტონის განცხადებაში.
„როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო ქვეყანაში, რომელსაც დავეხმარეთ გათავისუფლებაში, ქალაქში, რომელიც დანგრევას გადავარჩინეთ,“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი. მისი თქმით, ამ თავდასხმის შედეგად ამერიკა-ლიბიის ურთიერთობები არ დაზარალდება.
მომხდარი უკვე დაგმო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მისი თქმით, დაღუპული ამერიკელები განასახიერებდნენ „ამერიკის ვალდებულებას თავისუფლების, სამართლიანობის და პარტნიორობის მიმართ მსოფლიოს ხალხების და ქვეყნების წინაშე.“
დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს ამერიკის საელჩოზე ეგვიპტის დედაქალაქშიც. აქაც მიზეზი მუჰამედის შეურაცხმყოფელი ფილმის ამერიკულ ეკრანებზე გამოსვლა გახდა. დემონსტრანტებმა მოახერხეს გამაგრებულ კედელზე ასვლა და ამერიკული დროშის ჩამოხევა.