ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი გამომძიებლები ბენღაზიში


ვიზიტის მიზანი ლიბიაში ამერიკის ელჩის მკვლელობის გამოძიებაა

პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, ბენღაზიში გამომძიებელთა ჯგუფი ჩავიდა. ეს მსგავსი დელეგაციის პირველი ვიზიტია ამერიკიდან მას შემდეგ, რაც აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ლიბიაში ამერიკის ელჩი დაიღუპა.

თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯორჯ ლითლის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს გუნდმა ბენღაზიში რამდენიმე საათი დაჰყო. მათ უსაფრთხოებას და გადაადგილებას კი, ამერიკელი ჯარისკაცები უზრუნველყოფდნენ.

ლიბიის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაზიანებული შენობა დაათვალიერა და ადგილზე არსებული მტკიცებულებები შეაგროვა.

XS
SM
MD
LG