ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია - „ჰუმან რაითს ვოჩი“ ლიბიაში მუამარ კადაფის ლიკვიდაციის შემდეგ მისი მომხრეების წამებასა და მკვლელობებზე საუბრობს, რაშიც კადაფის ყოფილ ოპოზიციონერებს ადანაშაულებს.
მუამარ კადაფი 2011 წლის 20 ოქტომბერს მოკლეს, როდესაც ის თავის უკანასკნელ თანამებრძოლებთან ერთად ალყაშემორტყმულ ქალაქ სირტედან გასვლას ცდილობდა.
კადაფის თანმხლები კოლონა საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა, რომლის შემდეგ ის და მისი ერთ-ერთი ვაჟი - მუთასიმი ოპოზიციის მოლაშქრეებს ჩაუვარდნენ ხელში.
ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, ამ მოვლენების დროს დატყვევებული კადაფის 66 მომხრე ჯერ სასტიკად სცემეს და მერე იქვე მდებარე სასტუმროში დახვრიტეს.