ლიბიის ყოფილ ლიდერ მოამარ კადაფის სიკვდილის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ჩინეთმა განაცხადა, რომ ლიბიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო და რომ საჭიროა ლიბიის დროებითმა მთავრობამ ინკლუზიური პოლიტიკური პროცესები დაიწყოს. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ კადაფის სიკვდილი ფაქტობრივად გაფრთხილებას წარმოადგენს ახლოაღმოსავლეთის ავტორიტარული რეჟიმებისათვის, რომ მათ რეჟიმებს საბოლოო ანგარიშში დამხობა ელით. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ კადაფის სიკვდილი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია ლიბიის ისტორიაში და რომ ახლა დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ცეცხლი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნეს, რომ ახლა აუცილებელია მზერის მომავლისაკენ მიპყრობა და ლიბიაში დემოკრატიის სენების დაწყება.
ლიბიის ყოფილ ლიდერ მოამარ კადაფის სიკვდილის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ჩინეთმა განაცხადა, რომ ლიბიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.
პოპულარული
1