ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ზავზე შეთანხმებას ცდილობენ


ლიბიაში ზავზე შეთანხმებას ცდილობენ
ლიბიაში ზავზე შეთანხმებას ცდილობენ

ლიბიის დროებითი საბჭოს მებრძოლები და მუამარ კადაფის ტომის უხუცესები ცდილობენ შეთანხმდნენ ზავზე, რომელიც ალყაშემორტყმული ქალაქ სირტიდან მშვიდობიანი მოსახლეებისა და ოჯახებისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფს.

გარდამავალი საბჭოს მეთაურმა ტოჰამი აბუ ზაიანმა დღეს განაცხადა, რომ მხარეები ქალაქში ასევე ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ლიბიის დროებითი მთავრობის მომხრე ძალებმა, ნატოს საბრძოლო თვითმფრინავების დახმარებით, კადაფის მშობლიური ქალაქი სირტის ალყა გააძლიერეს. მშვიდობიანი მოსახლეობა ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქიდან გაქცევას ცდილობს.

კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა ორშაბათს სირტის აღმოსავლეთის პროვინციებში შეიაღწიეს, ნატოს თვითმფრინავები კი კადაფის ლოიალისტთა პოზიციების დაბომბვას აგრძელებდნენ.

მისრატადან, ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მებრძოლებმა სირტში მშვიდობიან მოსახლეობას სასმელი წყალი და სურსათ-სანოვაგე მიაწოდეს.

XS
SM
MD
LG