1960 წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი ლი ჰარვი ოსვალდის სახლი იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ, მან იმ იარაღიდან გაისროლა, საიდანაც ჯონ ფიცჯერალდ კენედი მოკლეს. პრეზიდენტის მკვლელობის 50 წლისთავთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლებამ“ მინსკში სამი პიროვნება ჩაწერა, რომლებიც ოსვალდს ამ ქალაქში ცხოვრების დროს იცნობდნენ. პირველად გთავაზობთ სამივე რესპოდენტის ინტერვიუს ერთად რომლებიც ოსვალდს იცნობდნენ. მათ შორისაა სტანისლავ შუშკევიჩი, ბელარუსის პირველი პოსტ საბჭოთა ლიდერი , რომელიც კამერის წინ თავის ისტორიას ყვება. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არაფერი არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ოსვალდი კენედის მკვლელი გახდებოდა.
პრეზიდენტის კორტეჟამდე, სნაიპერის მიერ მეექვსე სართულზე მოწყობილ სამიზნე ბუდემდე, დალასამდე იყო მინსკი.
ლი ჰარლი ოსვალდი ორ წელიწადზე მეტი, 1960იან წლებში, საბჭოთა რესპუბლიკის ბელარუსის დედაქალაქში ცხოვრობდა. ამერიკიდან საბჭოთა კავშირში გაქცევის შემდეგ ის მარქსისტი გახდა.
მოგვიანებით მას ბრალი დასდეს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობაში. ოსვალდმა უარი განაცხადა ამერიკის მოქალაქეობაზე და მინსკში გაგზავნეს, სადაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ რადიოს ქარხანაში დაასაქმა.
მინსკში ყოფნის დროს, საბჭოთა კაგებეს თანამშრომლები მასზე თვალთვალს ახორციელებდნენ, აკვირდებოდნენ მის გადაადგილებას ქალაქში და შეისწავლიდნენ იმ პირებს, რომლებიც ოსვალდთან იყვნენ დაკავშირებული.
50 წელზე მეტი დრო გავიდა, თუმცა ადამიანები, რომლებიც მინსკში ცხოვრების დროს ოსვალდს იცნობდნენ, კამერებთან დღეს პირველად ალაპარაკდნენ.
სტანისლავ შუშკევიჩი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსის პირველი პრეზიდენტი იყო.
პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, ის იმავე ქარხნის თანამშრომელი იყო, სადაც ამერიკიდან გაქცეული ოსვალდი მუშაობდა. ის და კიდევ ერთი ქარხნის სხვა რუსი თანამშრომელი ოსვალდს ხელობას ასწავლიდნენ.
სტანისლავ შუშკევიჩი: ის ძალიან ჩაკეტილი პიროვნება იყო და რთული იყო გამოგეცნო, რა განათლება ჰქონდა. თუმცა რუსულად ცუდად არ საუბრობდა, შეეძლო აზრთა გაზიარება მასთან და საშასთან, რომელიც ასევე მას ხელობას ასწავლიდა.
კოლექტივიზაციის პერიოდის, საბჭოური ცხოვრების და სამუშაო პირობების გრძელი და დეტალური დაკვირვების და შესწავლის მასალები, კენედის მკვლელობის საქმის გამოძიების დროს ოსვალდის საქმეში ჩაიდო.
შუშკევიჩს ეცინება, რომ ოსვალდზე ამხელა ფაილი შეიქმნა.
სტანისლავ შუშკევიჩი: ჩემთვის რომ ეთხოვათ რომ ის კვლევის ჯგუფში შემეყვანა, მას არ ავიყვანდი. იმის მიუხედავად, მექნებოდა თუ არა ინტერესი ამერიკელთან მემუშავა. მას არ ჰქონდა რაიმეს ცოდნის არანაირი მიდრეკილება, ან კრეატიულობა. შესაძლოა ეს არასამართლიანი შეფასება იყოს, თუმცა ის არასოდეს იჩენდა ინტერესს ისეთი საგნების მიმართ, ჩემთვის იყო საინტერესო.
ოსვალდი არა მხოლოდ ენას სწავლობდა, არამედ მუსიკითაც დაინტერესდა. მისმა ახალმა შეძენილმა მეგობრებმა მინსკის ფილარმონიაში კლასიკური მუსიკის მოსასმენად დაპატიჟეს.
ირინა მარკავა ოსვალდს პირველად კონცერტზე შეხვდა. მოგვიანებით ის ოსვალდს თავის პატარა ბინაშიც ესტუმრა, რომელიც მინსკის ცენტრში მდებარეობდა.
მარკავას სტუმრობის მიზანი მის შესახებ შეხედულებების გაზიარება იყო.
ირინა მარკავა : ვერ ვიტყვი, რომ მასთან მარტივი იყო კომუნიკაცია. ის არანაირად არ გამოხატავს გრძნობებს, რომ მასზე რაიმე შთაბეჭდილება შეგექმნას. ზოგჯერ შეხვდები ვინმეს და ამბობ, რომ რა სასიამოვნოა, ასეთი პირის გაცნობა. თუმცა მასთან ეს შეფასება არ მქონია.
ქალბატონის თქმით, ოსვალდი საკმაოდ ორდინალური, არასპორტული, თავშეკავებული, და ზოგჯერ მოსაწყენიც იყო. თუმცა ის მას სხვა რამითაც დაამახსოვრდა.
ირინა მარკავა: ერთხელ ის გაბრაზებული ვნახე. ვიღაცამ რაღაც უთხრა ისეთი, რაც მას არ მოეწონა, და ისე გაბრაზდა რომ სახეც კი შეეცვალა. ის ყოველთვის აკონტროლებდა თავის ემოციებს, თუმცა დროდადრო მაინც გამოხატავდა.
უცხოური ენების ინსტიტუტში, რომელიც მის სახლთან მდებარეობდა, ოსვალდს იცნობდნენ, როგორც პიროვნებას, რომელიც მდედრობითი სქესის სტუდენტების მიმართ ინტერესს იჩენდა. ის რეგულარულად სტუმრობდა სტუდენტების საერთო საცხოვრებელს. მოგვიანებით მან მდედრობით სქესთან წარმატებების თაობაზეც დაწერა, თუმცა მარკავა ამბობს, რომ ყველა არ ყოფილა მისით მოხიბლული.
ირინა მარკავა: მე და გოგოები ხშირად ვფიქრობდით, რატომ დატოვა მან ამერიკა. მას იქ სწავლა და მუშაობა შეეძლო. თუმცა მან ქვეყანასთან ყველა კავშირი გაწყვიტა. ყველა ფიქრობდა რომ რახან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან უცნაური პიროვნება იყო.
მარკავა ამბობს, რომ ის სტუდენტებს „ტვისტის“ ილეთებს ასწავლიდა. ზოგჯერ თავადაც მიდიოდა საცეკვაოდ პროფკავშირების კულტურის სასახლეში, სწორედ აქ შეხვდა ის მარინა პრუსაკოვას.
შეხვედრიდან ექვსი კვირის შემდეგ 1961 წელს ის მარინაზე დაქორწინდა. ერთ წელიწადში, ივნისში მათ გოგონა შეეძინათ. ინესა იახილელი ამბობს, რომ ცოლ-ქმრის ახლო მეგობარი იყო.
ინესა იახილელი: რასაც მის შესახებ ახლა წერენ, რომ ფსიქიურად დაავადებული, ადამიანისთვის საშიში, ფიცხი პიროვნება იყო, არცერთი შეფასება არ არის სწორი. მე მას სულ სხვანაირ პიროვნებად ვიცნობდი, ოჯახის კაცი იყო. მომწონდა და არაფერს არ ვიზიარებ, რაც მასზე წერია.
ოსვალდის მიერ დაწერილ დოკუმენტებში, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამომზეურდა, იქმნება შთაბეჭდილება რომ, შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები ჰქონდა. ხან აქებდა ორივე ქვეყანას, ხან პირიქით აკრიტიკებდა.
იახილელს ახსოვს, რომ ოსვალდი, რომელსაც ალეკს ეძახდნენ, პრეზიდენტ კენედის აქებდა.
ინესა იახილელი: ერთხელ ის სახლში იყო და ტელევიზორში ხრუშჩოვის და კენედის შეხვედრას აჩვენებდნენ. შეიძლება თქვენც გახსოვთ ეს შეხვედრა. წელი ზუსტად არ მახსოვს. ოსვლადმა კენედის შესახებ საკმაოდ თანაგრძნობით ისაუბრა, მან განაცხადა რომ ის ერთადერთი გონიერი პრეზიდენტი იყო. ეს მისი სიტყვები იყო.
ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარე ელ ვორენი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ ოსვლადი კენედის მკვლელობის საქმეში მარტო მოქმედებდა. თუმცა შუშკევიჩი, მარკავა და იახილელი ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ და ფიქრობენ რომ ადგილი შეთქმულებას ჰქონდა.
სტანისლავ შუშკევიჩი: აბსოლუტური მსჯავრის დადება პასიურ, წყნარ, დამყოლ ბიჭზე მის დამნაშავედ ცნობისთვის იქნა გამოყენებული. და შემდეგ მას ხელები შეაწმინდეს. ვორენის კომისიის დასკვნას შუშკევიჩი არანაირად არ ვეთანხმები. შევისწავლე, და ვერ გავიზიარებს რომ ეს დანაშაული ჩემმა მოსწავლემ ჩაიდინა.
ინა მარკავა: ვერ წარმომიდგენია, რომ მას ამის გაკეთება შეეძლო. ის ვიღაცამ ამ საქმისთვის გამოიყენა, რადგან საბჭოთა კავშირის სიტუაციის გათამაშება სურდათ. არა მგონია, რომ მას ამის გაკეთება შეძლებოდა. ან ის შეშლილი იქნებოდა, ეს რომ გაეკეთებინა.
ინესა იახილელი: არავინ, ჩემი სამეგობროდან ეს არ დაიჯერა. ზოგიერთი მას ნაკლებად იცნობდა ვიდრე მე, ზოგიერთისთვის მარინა კი უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ალეკი. თუმცა რადგან მე ისინი კარგად გავიცანი, ვერ ვიჯერებ რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.
ლი ჰარვი ოსვალდი განსხვავებულ ადგილებში, სხვადასხვა ადამიანებთან სხვანაირი იყო. ის მსოფლიომ სხვადასხვა სახით გაიცნო. თუმცა დალასში პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობით მან მსოფლიოს საკუთარი თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.