ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ ახალი ელჩი წარადგინა


კაროლინ კენედი ობამამ დაახასიათა, როგორც ღირსეული და თავდადებული საჯარო მოსამსახურე


პრეზიდენტმა ობამამ კაროლინ კენედი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის -ჯონ კენედის- ქალიშვილი, იაპონიაში ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. კაროლინ კენედი ობამამ დაახასიათა, როგორც ღირსეული და თავდადებული საჯარო მოსამსახურე.

იაპონიის კაბინეტის თავმჯდომარე მიესალმა კენედის ოჯახთა შთამომავლის ნომინირებას. იოშიდე სუგას განცხადებით, თეთრი სახლის და კენედების სიახლოვის გათვალისწინებით, ეს ნაბიჯი კარგად აჩვენებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატები იაპონიასთან ალიანსს.
XS
SM
MD
LG