ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავრობა რეზერვისტებს იწვევს და მობილიზაციას აცხადებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, 2 მარტი, 2014
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, 2 მარტი, 2014

2 მარტი

ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა რომ უკრაინა "უბედურების ზღვარზეა მისული" და მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა გაიყვანოს რუსი სამხედროები უკრაინიდან.


იაცენიუკმა კიევში, უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ეს განგაშის წითელი ხაზია. ჩვენ მოვუწოდებთ [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინს, რათა მან სამხედროები გაიყვანოს და საერთაშორისო ვალდებულებები, ისევე როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის ხელმოწერილი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები დაიცვას."

იაცენიუკის კომენტარები მოსდევს რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცები გაგზავნოს. კიევმა ამის შემდეგ, 2 მარტს, რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა.

კვირას, ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაგმო რუსეთის “აგრესიის წარმოუდგენელი აქტი” და რუსეთს, ამერიკისა და მისი მოკავშრეების ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. ცნობილი გახდა, რომ ამ სანქციების მიზანი მოსკოვის იზოლაცია იქნება. კერიმ, ამასთან, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.

“21-ე საუკუნეში, მეორე ქვეყანაში ხელოვნურად გამოგონილი საბაბით შეჭრას არავინ ახორციელებს”-განაცხადა კერიმ კვირის სატელევიზიო პროგრამაში- “Face the Nation”, რომელიც CBS-ის არხზე გავიდა.

კვირას, უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მეთაურმა ანდრეი პარუბიმ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მობილიზაცია დაავალა, "უკრაინის უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად”.

XS
SM
MD
LG