ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლში ამბობენ, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებები შესაძლებელია


რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრას, მაგრამ ასეთი მოლაპარაკებები წინასწარ უნდა მომზადდეს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო დოკუმენტზე მუშაობა დიდი ხნის წინ შეჩერდა და არ გაგრძელებულა.

პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში, ხერსონში, ზაპორიჟიასა და დონბასში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი მიიღებენ "საუკეთესო გადაწყვეტილებას".

უკრაინამ ბევრჯერ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ რეგიონების ანექსია ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაასრულებს.

XS
SM
MD
LG