ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აცხადებს, რომ ბირთვული წვრთნები "შესაბამის ვადებში" ჩატარდება


კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ წვრთნები არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღის გამოყენებით, რომლის ჩატარების ბრძანებაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა, "შესაბამის ვადებში" ჩატარდება. მათი თქმით, თავდაცვის სამინისტროს საქმეა, როდის და რა ვადებში ჩატარებს წვრთნებს.

მაისის თვის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინმა სამხედროებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება უბრძანა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატებისგან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ წვრთნებში სარაკეტო ძალები, ავიაცია და საზღვაო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნები კი, რომელსაც სამინისტრო "არასტრატეგიული ბირთვული ძალის" შემოწმებას უწოდებს, უწყების მტკიცებით, იმისთვისაა საჭირო, რომ რუსეთის "ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი გარანტირებული იყოს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი თვის დასაწყისში ამბობდა, რომ წვრთნების მიზანი დასავლეთში "გაცხელებული თავების გაგრილებაა". მოსკოვი "კოლექტიურ დასავლეთს", რუსეთისა და ნატოს პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

წვრთნების შესახებ კითხვაზე, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა: "ეს არის თავდაცვის სამინისტროსთან დასასმელი შეკითხვა. მართლაც არის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება, ის შესრულდება შესაბამის ვადებში".

XS
SM
MD
LG