ჩინეთი ტავანის ირგვლივ სამხედრო წვრთნებს მართავს. რუსეთში მიაჩნიათ, რომ პეკინს ამის სრული უფლება აქვს. მეტიც, კრემლი ვაშინგტონს დაძაბულობის ხელოვნურ გაღვივებაში ადანაშაულებს.
„დაძაბულობა რეგიონში ტაივანის გარშემო პროვოცირებული იყო... [ამის] პროვოცირება ნენსი პელოსის ვიზიტმა [გამოიწვია]“- ამბობს დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი.
დაძაბულობის გაღვივებაში კრემლი ტაივანში ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს გულისხმობს. ვიზიტი ტაივანში ჩინეთის მუქარის ფონზე წარიმართა, მოგვიანებით კი ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები დაიწყო.
პეკინს ტაივანი ჩინეთის ნაწილად მიაჩნია, თუმცა ტაივანს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მართავს.
წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად რამდენიმე რაკეტა უკვე გამოსცადა. კრემლში ამბობენ, რომ პეკინის ქმედებები გამართლებულია და „ეს ჩინეთის სუვერენული უფლებაა“.
Facebook Forum