ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოლაძე: "უკრაინელ ლტოლვილებს სახლის განცდა სჭირდებათ"


People flee Russia's invasion at centre for internally displaced in Zaporizhzhia
People flee Russia's invasion at centre for internally displaced in Zaporizhzhia

უკრაინაში ომით დაზარალებულებს თუ სიცოცხლის გადასარჩენად გამოქცეულებს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არაერთი მოხალისე ეხმარებათ. თუმცა მასშტაბურ, ორგანიზებულ და კრიტიკული მნიშვნელობის დახმარებას ადამიანებს ხშირად სწორედ ის ჰუმანიტარული ორგანიზაციები უწევენ, რომელთაც ამისთვის საჭირო ცოდნა, გამოცდილება, მობილიზებული ადამიანური თუ ფინანსური რესურსი და აწყობილი ლოჯისტიკური ჯაჭვი აქვთ. მათგან ერთ-ერთი უპირველესი „წითელი ჯვარია“. ორგანიზაციას 192 ქვეყანაში 14 მილიონზე მეტი მოხალისე ჰყავს. მხოლოდ საქართველოში 40-ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს და 15 ათასზე მეტი მოხალისეა. რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ახლა ომს გამოქცეულ უკრაინელებს და როგორ უნდა დაეხმარონ მსოფლიოს მოქალაქეები მათ ყველაზე ეფექტურად? ეს კითხვები ჩვენ ნათია ლოლაძეს დავუსვით. ლოლაძემ წლების წინ ჰუმანიტარული საქმიანობა მოხალისედ მუშაობით დაიწყო, დღეს ის „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ქართველი ვიცე-პრეზიდენტია.

- წითელი ჯვრისთვის კონფლიქტები უცხო არ არის. თუმცა უკვე 5 თვეა, ევროპის კონტინენტზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. როგორია ამ ომის დროს ისეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების როლი, როგორიც „წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციაა“?

კონფლიქტიდან 5 თვის შემდეგ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სახლის შეგრძნება სჭირდებათ.

- ამ კრიზისზე საპასუხო ნაბიჯები „წითელმა ჯვარმა“ პირველივე დღეებში გადადგა. ეს ვითარება გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც. უკრაინის ეროვნული „წითელი ჯვარი“ წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს. ამ დრომდე „წითელი ჯვრისგან“ დახმარება 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დროებითი საცხოვრებლის თუ თავშესაფრის სახით. ჩევენი საერთაშორისო ფედერაციისგან ასევე სხვადასხვა ტიპის დახმარება მიიღო 3.5 მილიონმა ადამიანმაც - იქნებოდა ეს საკვები, წყალი, საბნები, თუ საბაზისო საჭიროების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი სხვა ნივთები.

ნათია ლოლაძე
ნათია ლოლაძე

„წითელი ჯვრის მოძრაობა“ შედგება სამი მთავარი კომპონენტისგან: „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“, „საერთაშორისო ფედერაცია“ და ეროვნული საზოგადოებები. თითოეულ მათგანს განსხვავებული მანდატი და მიმართულება აქვს, იქნება ეს უშუალოდ დაზარალებულებთან ჰუმანიტარული დახმარების მიტანა, ე.წ. „მწვანე დერეფნებში“ ჩართვა თუ სხვა. საერთაშორისო ფედერაციაში 192 ეროვნული საზოგადოებაა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ჩვენ ვართ მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია, კანონიდან და მანდატიდან გამომდინარე, და ჰუმანიტარულ საქმიანობებში ვართ ნომერი პირველი პარტნიორი.

საქართველოში ბიზნეს-სექტორის და მოქალაქეების ჩართულობით, 3 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა და უკრაინის „წითელ ჯვარში“ გადაირიცხა. საქართველოს „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით უკრაინაში 100 ტონამდე ჰუმანტარული ტვირთი გაიგზავნა. ჩვენ გვაქვს უკვე მოქმედი ლოჯისტიკური ჯაჭვი, სადისტრიბუციო ხაზი და ურთიერთობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დახმარება უშუალოდ უკრაინის წითელმა ჯვარმა მიიღოს და შესაბამისად გადაანაწილოს.

ლოლაძე: "უკრაინელ ლტოლვილებს სახლის განცდა სჭირდებათ"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:48 0:00

- რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ ახლა უკრაინის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ომის საშინელებას გაქცეულ ადამიანებს? ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კეთილისმსურველთა მიერ შეგროვილი თანხის ან პროდუქტების ადრესატებამდე მიტანა ზოგჯერ რთული და დაგვიანებულია. რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად დავეხმაროთ ამ ადამიანებს?

უკრაინაში სიტუაცია უპრეცედენტოა. მოვლენების პირდაპირი გავლენის ქვეშ მყოფთა რიცხვის გარდა, დიდია ისეთი ქვეყნების რაოდენობაც, რომლებზეც ეს გავლენას ახდენს.

- როცა მოქალაქეებს დახმარება სურთ, ამის საუკეთესო გზა ადგილობრივ, ეროვნულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან, „წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებებთან“ დაკავშირება და მათთვის იმის კითხვაა, თუ რა სჭირდებათ და რა გზით უნდა მიაწოდოთ ეს. ამ შემთხვევაში უკრაინის „წითელ ჯვარს“ პირდაპირი კავშირი აქვს სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან და საჭიროებების შესახებ მათ ამგვარად ყველაზე უკეთ იციან. ისინი საჭიროებებს ყოველდრიურად აფასებენ. იქნება ეს თავშესაფარი, საკვები, საბნები, საცხოვრებელი თუ სხვა საკითხები, რომლებიც ჯერაც მოსაგვარებელია. არც ფსიქო-სოციალური დახმარება და მენტალური ჯანმრთელობა უნდა დაგვავიწყდეს.

ლტოლვილები უკრაინიდან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში არიან. მათ სჭირდებათ დახმარება და ახლა, კონფლიქტიდან 5 თვის შემდეგ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სახლის შეგრძნება სჭირდებათ. მათი ნაწილი უკან დაბრუნებასაც კი ცდილობს, ბევრისთვის უკრაინის საზღვრებს გარეთ დასახლება ძალიან ძნელია, მათ იმედი აქვთ რომ უკან დაბრუნდებიან. ამ ადამიანებს გრძელვადიანი დახმარება სჭირდებათ. არა მხოლოდ ის, რასაც ახლა ვაწოდებთ, არამედ ის, რაც ხანგრძლივად გამოადგებათ.წინასწარ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, სად იქნებიან ისინი მომავალ ზამთარს. მათ განსხვავებული საჭიროებები ექნებათ. ჩვენ ყველა ამ მიმართულებაზე ვართ ახლა ფოკუსირებულნი.

- რა არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით ყველაზე უპრეცედენტო და განსხვავებული სხვა კონფლიქტურ სიტუაციებისგან, რომელთა შედეგად დაზარალებულებსაც დახმარებიხართ. არის ეს მისი მასშტაბი? ფრონტის ხაზის გამუდმებული ცვლილება, დაზარალებულთა და იძულებით გადაადგილებულთა დიდი რიცხვი, საომარი მოქმედებების ხანგრძლივობა ან რამე სხვა მახასიათებლები, რაც ჰუმანიტარულიდ ახმარების მიწოდებას უფრო ართულებს?

- რა თქმა უნდა უკრაინაში სიტუაცია უპრეცედენტოა. მოვლენების პირდაპირი გავლენის ქვეშ მყოფთა რიცხვის გარდა, დიდია ისეთი ქვეყნების რაოდენობაც, რომლებზეც ეს გავლენას ახდენს. სხვა ქვეყნებზე და რეგიონებზე ამ კონფლიქტს ეკონომიკური გავლენაც აქვს. იქმნება ლოჯისტიკური პრობლემები, იზრდება ფასები. საუბარია არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებზეც, არამედ აფრიკაზეც. ჩვენთვის ესაა უდიდესი ოპერაცია ევროპაში, მაგრამ ასევე მთელ მსოფლიოშიც, რადგან ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა რეგიონების მხარდაჭერაზეც, რომლებსაც ეს ეკონომიკური სიტუაცია ირიბად აზარალებს.

ასევე, ამ კონფლიქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან და დახმარების სურვილი ძალიან დიდია. რაც შეეხება საქართველოს, ძალიან დიდი თანხა შეგროვდა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველო დონორი „წითელი ჯვრის“ ორგანიზაცია გახდა. უკრაინელთა დახმარებაში ბევრი სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ჯგუფია ჩართული.

- სწორედ იმის გამო, რომ ეს ომი დიდი ხანია გრძელდება და ლტოლვილთა რაოდენობის ზრდის გარდა, იზრდება გავლენა სულ სხვა რეგიონისა და კონტინენტის მოსახლეობაზეც, როგორ იცვლება დაზარალებულთა საჭიროებები დროთა განმავლობაში?

- დიახ, საჭიროებები მეტ-ნაკლებად იცვლება. კრიზისზე რეაგირების პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივი დახმარებაა საჭირო, შემდეგ კი პრობლემებს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ. იქნება ეს თავშესაფარი, დროებითი საცხოვრებელი, საკვები, წყალი, სანიტარული საშუალებები თუ ასევე ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.

ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა ნაღდი ფულის შემოწირულობებიც. ამ დრომდე ჩვენ 12 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გავეცით ნაღდი ფულის სახით. ვცდილობთ, დროთა განმავლობაში ოჯახების განსხვავებულ გრძელვადიან საჭიროებებზე გავამახვილოთ ყურადღება.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერიოზული გამოწვევებია ჯანდაცვის კუთხითაც, როგორც უკრაინაში, ისე სხვა - ქვეყნებში. თავად უკრიანის ჯანდაცვის სისტემაზე ახლა უდიდესი წნეხია. ამიტომ ვცდილობთ ამაშიც ვიყოთ ჩართული და ქვეყანას ამ მიმართულებითაც დავეხმაროთ.

ლოჯისტიკის პრობლემა ჰუმანიტრული დახმარების მიწოდების საქმეში ჯერ კიდევ კოვიდ-პანდემიის დროს შეიქმნა. მაშინ 192 ქვეყანა და ეროვნული საზოგადოება გადართული ვიყავით კოვიდზე. ახლა კი, გვესმის, რომ ხორბლის მიწოდების პრობლემის და ფასების ზრდის გამო, სხვა ქვეყნებიც დაზარალდებიან და გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს კარგად გვესმის და დაწყებული გვაქვს დაგეგმვაც იმისა, თუ რა სახის სერვისები გვჭირდება. თითოეული სახელმწიფოს უშუალო საჭიროებებიდან გამომდინარე ამ მიმართულებებს „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაციები ადგენენ.

XS
SM
MD
LG