ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეფე აბდულა: "არა ლტოლვილები იორდანიაში, არა ლტოლვილები ეგვიპტეში"


სამშაბათს, იორდანის მეფე აბდულამ გააფრთხილა, რომ არ სცადონ პალესტინელი ლტოლვილების ეგვიპტისკენ ან იორდანიისკენ მიმართვა. მან თქვა, რომ ჰუმანიტარული ვითარება ღაზის და დასავლეთ ნაპირის საზღვრების შიგნით უნდა მოგვარდეს.

„ეს წითელი ხაზია, რადგან ვფიქრობ, რომ ეს გეგმა კარგად ცნობილ სუბიექტებს ეკუთვნის, რომლებიც ადგილზე დე ფაქტო პრობლემების შექმნას ცდილობენ. არა ლტოლვილები იორდანიაში, არა ლტოლვილები ეგვიპტეში“, თქვა მეფე აბდულამ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც გერმანიის კანცლერ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

სიტუაცია ღაზაში მწვავეა. გაეროს თქმით, ღაზის სექტორის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ისრაელი კი აგრძელებს ჰამასის წინააღმდეგ, ღაზაზე თავდასხმას.

XS
SM
MD
LG