ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯერსი-სითიში მომხდარ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა


ჯერსი-სითიში გუშინ მომხდარი სროლისას 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის პოლიციის ოფიცერი და 3 ადგილობრივი გამვლელი.

პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორისაა ორი ეჭვმიტანილიც. სროლა კი ორ ადგილას მიმდინარეობდა. თავდაპირველად ინციდენტი სასაფლაოზე დაიწყო, სადაც პოლიციის ოფიცერი მოკლეს, შემდეგ კი სროლა კოშერულ სუპერმარკეტში გაგრძელდა, სადაც მოგვიანებით 5 ცხედარი იპოვეს. პოლიციის შეფის ინფორმაციით, ოფიცრები საათების განმავლობაში იყვნენ ამ სროლის ინციდენტში ჩართულები.

პოლიციას არ განუმარტავს ზუსტად რამ გამოიწვია სროლის დაწყება და როგორ დაიწყო ეს ინციდენტი სასაფლაოზე, მაგრამ ითქვა, რომ პოლიციელი დამნაშავეთა შეჩერებას ცდილობდა.

ქალაქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორი ჯეიმს შეა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ეს არ იყო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაული და მისი მიზეზები კვლავ გამოძიების საგანია.

მიმდინარე სროლისას დაიჭრა ორი ოფიცერიც, რომლებიც მოგვიანებით საავადმყოფოდან გამოწერეს.

სროლა ქალაქში სამშაბათს შუადღისას დაიწყო და სამეზობლოში პანიკა გამოიწვია. ინციდენტის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სკოლა დაუყოვნებლივ სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა და პრევენციის მიზნით ჩაიკეტა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG