ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჯერსიში სროლის ინციდენტზე პოლიციის რეაგირება მიმდინარეობს


ქალაქ ჯერსიში სროლა მიმდინარეობს. ქალაქში, რომელიც მანჰეტენიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული, დაიკეტა ყველა სკოლა, ხოლო სპეციალური ძალები მობილიზებული არიან შემთხვევის ადგილას. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, არავინაა მძევლად აყვანილი. პოლიციის ერთი ოფიცეტი თავშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სროლა ქალაქში, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც მიაწოდეს.

ინცინდენტის ადგილას მობილიზებული არიან როგორც სამართალდამცველები, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი და მანქანები. ადგილზეა ქალაქ ნიუ-იორკის გამნაღმველი ჯგუფიც. ოფიციალური ინფორმაციაზე დაყრდნობით ნეიტრალიზებულია, სულ მცირე, ერთი მსროლელი.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა განცხადება გააკეთა. „ინფორმაცია მომაწოდეს ქალაქ ჯერსიში მიმდინარე სიტუაციაზე. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ჯერსის მოსახლეობასთანაა, განსაკუთრებით კი იმ ოფიცერთან, რომელიც სროლის დროს დაიჭრა, ასევე სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც ახლა ჩაკეტილები არიან. მე მტკიცედ მწამს ჩვენი პროფესიონალი სამართალდამცველების და იმის, რომ ისინი შეძლებენ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სიტუაციის განმუხტვას. დღევანდელი დღე გვახსენებს მათ სიმამაცეს და მსხვერპლს, რომელსაც ისინი და მათი ოჯახები იღებენ ჩვენი საზოგადოებისთვის,“ განაცხადა გუბერნატორმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG