„პერლ ჰარბორის“ ისტორიულ საზღვაო ბაზაზე, მეზღვაურმა ორი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა 4 დეკემბერს მოხდა. გარდაცვლილების გარდა არის ერთი დაჭრილიც.
დანაშაულის მოტივი უცნობია. თვითმხილველი ამბობს, რომ გასროლის შემდეგ მან მიწაზე დავარდნილი სამი ადამიანი დაინახა, შემდეგ კი მეზღვაურის უნიფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
ოფიციალური ცნობით, გარდაცვლილები სამოქალაქო პირები იყვნენ. სამოქალაქო პირია დაჭრილიც, რომელიც ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ამ დრომდე, ეჭვმიტანილის და მსხვერპლთა ვინაობა გასაჯაროვებული არ არის.
„პერლ ჰარბორის“ საზღვაო ბაზა ისტორიული მნიშვნელობისაა. 79 წლის წინ, 1941 წლის 7 დეკემბერს, ბაზაზე იაპონიის საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.
Facebook Forum