ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველები: ანტისამთავრობო პროტესტს ირანში ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ "ქვეყნის მტრებზე" გამარჯვება გამოაცხადა. როჰანი მტრებად იმ ადამიანებს მოიხსენიებს, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ საპროტესტო აქციებში ადანაშაულებს. პროტესტი კი გაზზე ფასის ზრდამ გამოიწვია.

სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემული სიტყვისას მან თქვა, რომ სპონტანურმა, მთავრობის მხარდამჭერმა დემონსტრაციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაადასტურა, რომ ირანელი ხალხი ძლიერია საუდის არაბეთის, ისრაელისა და ამერიკის მიერ მოწყობილი შეთქმულების წინააღმდეგ.

ირანის სახელმწიფო მედია კი მთავრობის მხარდამჭერი აქციების კადრებს ავრცელებდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკიდურესი შეზღუდვები დააწესეს ინტერნეტის გამოყენებაზეც, რათა დემონსტრანტებსა და მოსახლეობის ნაწილს პროტესტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება ვერ მოეხერხებინათ. პროტესტი შაბათ საღამოს დაიწყო და სამშაბათს უკვე მოულოდნელად დიდი მასშტაბი მიიღო. დემონსტრაციები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც გაზზე სუბსიდირებული გადასახადი 50%-ით უნდა გაიზარდოს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ძლიერ ფინანსურ ტვირთად მიიჩნევს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც უარესდება.

მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციებზე უსაფრთხოების სამსახურებმა არაზუსტი ინფორმაციით, აქტივისტების შეფასების მიხედვით, 106 ადამიანი მოკლეს. "საერთაშორისო ამნისტიის" მკვლევარების თქმით, მსხვერპლის დაახლოებითი, არაზუსტი რაოდენობის შესახებ მათ ცნობები მოწმეებისგან, სოციალური მედიის ვიდეოებიდან და სხვა აქტივისტებისგან შეაგროვეს. ეს 4-ჯერ აღემატება ორი წლის წინანდელი მასობრივი პროტესტისას დაღუპულთა რიცხვს.

"ამერიკის ხმის" ირანული რედაქციის დამოუკიდებელი ცნობებით კი ირანის სპეცსამსახურების მიერ შაბათს სულ მცირე 7 ადამიანის მკვლელობა დასტურდება. ირანის ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ კონკრეტულ ცნობებს არ ავრცელებს და მედიაში ითქვა, რომ დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სპეცსამსახურების ერთი წარმომადგენელი. ასევე უცნობია დაშავებულთა და დაკავებულთა ოფიციალური რაოდენობაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG