ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

40 წელი გავიდა ირანში 52 ამერიკელი დიპლომატის მძევლად აყვანიდან


ირანელი სტუდენტების აქცია აშშ-ის საელჩოსთან. 4 ნოემბერი, 2019 წ.
ირანელი სტუდენტების აქცია აშშ-ის საელჩოსთან. 4 ნოემბერი, 2019 წ.

1979 წლის 4 ნოემბერს, ირანში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების მთელი დიპლომატიური მისია მძევლად აიყვანეს. რადიკალურად განწყობილი ადგილობრივი სტუდენტები, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი შაჰის, მოჰამად რეზა ფეჰლევის ჩამოგდების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩოში შეიჭრნენ.

ირანელებს 52 ამერიკის მოქალაქე ერთ წელიწადზე მეტი, ზუსტად 444 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვებებული. ამერიკელების გათავისუფლება მხოლოდ 1981 წლის 20 იანვარს გახდა შესაძლებელი.

მომხდარს ამერიკის ისტორიაში ირანის მძევალთა კრიზისად მოიხსენიებენ. ამ ფაქტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მტრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

ორშაბათს, კრიზისის დაწყებიდან 40 წლისთავზე, ათასობით ირანელი შეიკრიბა თეირანში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოსთან. "სიკვდილი ამერიკას" - გაიძახოდნენ ისინი. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, აქციებზე ბევრგან ამერიკის და ისრაელის დროშებიც დაწვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG