შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს ევროპაში ოთხდღიანი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება. ჯონ კერი სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდება და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ანტიკორუფციულ სამიტში, რომელიც ხუთშაბათს იწყება.
სამიტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი უმასპინძლებს. მას რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი პირი, მათ შორის ავღანეთის, კოლუმბიის და ნიგერიის სახელმწიფო მეთაურები დაესწრებიან. სულ რამდენიმე კვირის წინ გამოაშკარავდა, რომ ე.წ. პანამის დოკუმენტებში თავად ბრიტანეთის პრემიერის მამაც არის ნახსენები, რომელსაც საბუთების მიხედვით, ოფშორულ კომპანიაში წილი აქვს. დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მას უკანონობა არ ჩაუდენია.