შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებს რეგიონში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე მუშაობისთვის აქებს.
გუშინ, ტელეკომპანია „ალ-ჰურა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კერიმ განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ 66-წევრიან კოალიციას პროგრესი აქვს.
„ჩვენ ვმუშაობთ მათი დაფინანსების აღკვეთაზე, ასევე ვცდილობთ სოციალური მედიის ინიციატივებით თავიდან ავირიდოთ ახალგაზრდების რადიკალიზაცია,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისივე თქმით ახლო-აღმოსავლეთში ახალგაზრდა ლიდერები გამოხატავენ მზადყოფნას წინ აღუდგნენ დაჯგუფებებს, რომლებსაც რეგიონის დესტაბილიზაცია სურთ.