ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებაში პროგრესზე საუბრობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს არიან და სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება შესაძლოა კვლავ ძალაში შევიდეს. დღეს ქვეყანაში საბრძოლო ქმედებები ისევ გაგრძელდა, მათ შორის, განახლდა საჰაერო თავდასხმები ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალეპოზე.

ამერიკის ოფიციალური პირების ცნობით, ძალადობის დასრულება რუსეთთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. მათი თქმით, ჯონ კერისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ის, რომ მოსკოვმა სირიის მთავრობა ალეპოში განხორციელებული იერიშების შეწყვეტაზე დაიყოლიოს. კრემლი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ქმედებებს იცავს და აცხადებს, რომ იერიშები ქალაქში ალ-ნუსრას ფრონტის და ექსტრემისტთა სხვა დაჯგუფებების განადგურებისთვის არის საჭირო.

XS
SM
MD
LG