ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს 63 მებრძოლი მოკლეს


თურქეთის არმიამ სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს 63 მეომარი მოკლა. იერიში კვირას თურქეთის სამხრეთში მდებარე საჰაერო ბაზიდან არტილერიით და დრონების საშუალებით მიიტანეს.

თურქული მედიის ცნობით, ეს იყო სირიიდან თურქეთის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხო შეტევა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტი მებრძოლებიდან 34 არტილერიის საშუალებით გაანადგურეს, დანარჩენი კი დრონებით. თურქეთში კვირას კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. სირიის საზღვართან პოლიციის შენობის წინ მანქანა აფეთქდა, რომლის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა და 22 ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG