ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი: „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება შესაძლებელია


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, სიტუაცია ისე ვითარდება, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს ერადიკაცია“ შესაძლებელი ხდება. მან აღნიშნული განცხადება დღეს ფრანგული რადიოს მეშვეობით გააკეთა და დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ლე დრიანის განცხადებით, დაჯგუფებამ 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული, ტერიტორიების 40 პროცენტამდე ფართობი დაკარგა. საერთაშორისო კოალიციის მიზანია ამ ეტაპზე ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლება და შემდეგ დაჯგუფების მებრძოლების „ისლამური სახელმწიფოს“ დე ფაქტო დედაქალაქ რაქადან განდევნა.

საფრანგეთი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციაში იბრძვის. კოალიცია საჰაერო იერიშებით არის შემოფარგლული, ადგილობრივი ძალები კი დაჯგუფებას ხმელეთზე უტევენ.

XS
SM
MD
LG