ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების იდეით გამოდის. ძალადობრივი ექსტრემიზმის თემისთვის მიძღვნილი კონფერენციის 700-მდე დელეგატს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა, ექსტრემიზმის დასაძლევად მისი ფესვების აღმოფხვრისკენ მოუწოდა.

გენერალური მდივნის თქმით, ექსტრემიზმის სიმსივნის მსგავსად გავრცელებას ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როგორიცაა სმარტფონები და სოციალური მედია. მისი შეფასებით ყურადღების მხოლოდ უსაფრთხოებაზე და სამხედრო ქმედებებზე გამახვილებამ შედეგი ვერ გამოიღო და ახალი მიდგომების დროა:

„ექსტრემიზმთან მიმართებით უფრო მეტად სრულყოფილი და დაბალანსებული მიდგომა გვჭირდება. ვფიქრობ, მეტი ინვესტიცია პრევენციაში უნდა გავაკეთოთ.“

ბან კი-მუნმა ასევე თქვა, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს იმის შესწავლას თუ რის გამო წევრიანდებიან ახალგაზრდები რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და „ბოკო ჰარამი“. მისი თქმით განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფის ახალგაზრდებთან

„მათ არ აქვთ სამსახურები, არ აქვთ სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები, ხდება ძალადობა და ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება ამ პრობლემის მიზეზებს ვერ უმკლავდება.“

გენერალურმა მდივანმა კონფერენციის მონაწილეებს მოქმედების ხუთპუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომლის მიზანიც კონფლიქტის პრევენციაა. დოკუმენტი წევრი ქვეყნებისთვის 79 რეკომენდაციას მოიცავს.

XS
SM
MD
LG