ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახი ოპოზიციონერი: ტოყაევი ნაზარბაევის "ავეჯია"


მუხთარ აბლიაზოვი, ყაზახი ბანკირი და ყოფილი ოფიციალური პირი
მუხთარ აბლიაზოვი, ყაზახი ბანკირი და ყოფილი ოფიციალური პირი

“დასავლეთმა ყაზახეთი მოსკოვის ორბიტას უნდა დააშოროს“, - აცხადებს ქვეყნის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, მუხთარ აბლიაზოვი, რომელიც ახლა ოპოზიციის ლიდერია. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთს საბჭოური სტრუქტურის ნაწილად აქცევს.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევად გაზზე ფასების ზრდას მოჰყვა და შემდეგ უკვე ქვეყნის ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობაში გადაიზარდა. ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და მის ადგილზე, ყასიმ-ჟომართ ტოყაევი დატოვა. თუმცა, ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლებას დღემდე ნაზარბაევი აკონტროლებს.

ყაზახი სამხედროები ალმათიში
ყაზახი სამხედროები ალმათიში

საპროტესტო ტალღის გაზრდასთან ერთად, ტოყაევმა სიტუაციაზე კონტროლის დასამყარებლად, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“, რომელიც რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს და ყირგიზეთს აერთიანებს, დახმარება ითხოვა. მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყანაში შეიარაღება და სამხედროები გააგზავნა.

აბლიაზოვი ყაზახეთის „დემოკრატიული არჩევანის“ მოძრაობის ლიდერია. ის ამბობს, რომ დასავლეთმა ქვეყანაში როლი უნდა ითამაშოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ყაზახეთი ბელარუსად იქცევა და [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი მეთოდურად განახორციელებს მის პროგრამას, საბჭოთა კავშირის მსგავსი სტრუქტურის ხელახლა შექმნას“, - ამბობს აბლიაზოვი, რომელიც ახლა პარიზში ცხოვრობს.

ყასიმ-ჟომართ ტოყაევი
ყასიმ-ჟომართ ტოყაევი

აბლიაზოვს დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი თაღლითობაში, ფულის გაფლანგვასა და მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობის გამო. ის მის წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. აბლიაზოვი ქვეყნის ენერგო-მინისტრი იყო 1990იან წლებში. ყაზახეთის მთავრობა მას ბრალს დებს 2016 წლის საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში.

მისი თქმით, ხელისუფლების სათავეში კვლავ ნაზარბაევია. „ნაზარბაევი ახლა ქვეყანაში არ არის, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მას შეუძლია ტელეფონით ჰქონდეს კომუნიკაცია და ყველა ხელისუფლება, მათ შორის ტოყაევიც, გააკეთებს იმას, რასაც ის მოითხოვს“, - თქვა მან. ოპოზიციონერის თქმით, ტოყაევი ყოფილი პრეზიდენტის „ავეჯია“.

აბლიაზოვი აცხადებს, რომ მას სურს ქვეყანაში დაბრუნება და ოპოზიციის სათავეში ჩადგომა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვმა 15 წლით, ხოლო ყაზახეთმა მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ის სირთულეებს აწყდება.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლებს ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის საჯარო დაწესებულებათა ნაწილი დარბეული და დამწვარია. ეს ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესეტო გამოსვლა იყო.

პრეზიდენტმა კასიმ ჯომარტ ტოყაევმა თქვა, რომ არეულობაზე პასუხისმგებელი უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტები არიან. "მებრძოლებს ჯერ არ დაუყრიათ იარაღი, ისინი განაგრძობენ დანაშაულის ჩადენას ან მათ მომზადებას. ვინც არ დანებდება, განადგურებული იქნება. მე სამართალდამცავებს ადგილზე მოკვლის ბრძანება მივეცი, გაფრთხილების გარეშე", - თქვა მან სატელევიზიო მიმართვისას.

მოსკოვმა ყაზახეთის მთავრობას დამხმარე ძალა 6 იანვარს გაუგზავნა. მოსკოვი აცხადებს, რომ ყაზახეთში ძალები 70-მდე თვითმფრინავით გადაიყვანა და ისინი ახლა ალმათის აეროპორტს იცავენ, რომელიც ხუთშაბათამდე დემონსტრანტების კონტროლის ქვეშ იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG