ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვფიქრობ, ის უნდა გადადგეს,“- ჯო ბაიდენი  კუომოზე 


ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ბაიდენმა განცხადება ჟურნალისტებთან თეთრ სახლში გააკეთა.

„მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გადადგეს,“- თქვა პრეზიდენტმა მას შემდეგ რაც ნიუ-იორკის პროკუარტურამ ენდრიუ კუომოს 11 ქალის სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი. ლეტია ჯეიმსი, რომელიც ნიუ-იორკის გენერალური პროკურორია ამბობს, რომ კუომოსგან შევიწროვების მსხვერპლი გახდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ყოფილი ასევე მოქმედი თანამშრომლები.

გუბერნატორ კუომოს წინააღმდეგ შტატის პროკურატურამ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა, ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა შტატის გუბერნატორი. ენდრიუ კუომომ უარყო ბრალდებები და თქვა, რომ მას დანაშაული ჩადენილი არ აქვს.

გამოძიება საქმეზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მარტში თქვა, რომ კუომო უნდა გადადმდგარიყო, თუ მის ბრალეულობას გამოძიება დაადასტურებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG