არგენტინელმა ამომრჩევლებმა ქვეყნის ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას უარი უთხრა.
კვირას გამართულ პრაიმერიზე და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ რბოლაში, ამომრჩეველმა უპირატესობა ლიბერტარიანელ კანდიდატს მიანიჭა.
ბიულეტენების დაახლოებით 90%-ის დათვლის შემდეგ, მემარჯვენე ლიბერტარიანელმა ეკონომისტმა, ხავიერ მილეიმ, ხმების 30,5% მიიღო. ამ მონაცემებმა, არსებულ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მას მთავარი კონსერვატიული ოპოზიციური ბლოკი 28% მოჰყვება, ხოლო მმართველი პერონისტური კოალიცია, 27%-ით მესამე ადგილზეა.
ამომრჩეველმა ამ ნაბიჯით უარი უთხრა მემარცხენე-ცენტრისტული, პერონისტური კოალიციის და მთავარ კონსერვატიულ ოპოზიციურ ბლოკს „ერთად ცვლილებისთვის“.
არგენტინაში ინფლაცია 116% აღწევს და ცხოვრების ხარჯების კრიზისი, 10-დან 4 ადამიანს სიღარიბეში ტოვებს.
”ჩვენ ვართ ნამდვილი ოპოზიცია”, - თქვა მილეიმ შედეგების გამოცხადების შემდეგ, საჯარო გამოსვლაში. "განსხვავებული არგენტინა შეუძლებელია იგივე, ძველი სუბიექტებით, რომლებიც ყოველთვის წარუმატებელი იყვნენ“, - დაამატა მან.
ჩატარებული პრაიმერი, 22 ოქტომბრის საყოველთაო არჩევნების ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა.
ოქტომბრის არჩევნები, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 44 მილიარდი დოლარის სავალო შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე მოახდენს გავლენას. მილეი გეგმავს გააუქმოს ცენტრალური ბანკი და ეკონომიკის დოლარიზაცია მოახდინოს.
Facebook Forum