იაპონიის უკიდურეს დასავლეთ ნაწილთან ახლოს, ჩინური საჯაშუშო დრონი დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტოკიო ავრცელებს. იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ საჯაშუშო დრონი იაპონიასა და ტაივანს შორის, კუნძულ იონაგუნთან დააფიქსირეს და ადგილზე მოიერიშე თვითმფრინავი გაგზავნეს.
ტიოკიოს თქმით, ჩინურმა საჯაშუშო დრონმა ფრენა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან დაიწყო და ტაივანისა და ფილიპინების სამხრეთ სანაპიროებთან დაასრულა. პეკინს ამ დრომდე მომხდარზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მანამდე იაპონიასა და ჩინეთს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ჩინური სამხედრო თვითმფრინავები იაპონიის კუნძულ ოკინავას მახლობლად შენიშნეს. ადგილზე ტოკიომ მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნა.
კუნძულ ოკინავაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა მდებარეობს.
Facebook Forum