ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოვში დაღუპულის ოჯახი საქმის სამოხელეო დანაშაულის მუხლით გამოძიებას ითხოვს


ძებნის ოპერაცია მდინარე ჭანჭახში
ძებნის ოპერაცია მდინარე ჭანჭახში

ზემო რაჭაში, დამანგრეველი სტიქიური უბედურებიდან 21 დღე გავიდა და ამ ხნის მანძილზე, 31 ცხედარი იქნა ნაპოვნი, მათგან 28 ამოცნობილია. მაშველები და ჯარისკაცები კიდევ ორი ადამიანის ცხედარს ეძებენ.

შოვში, 3 აგვისტოს, დამანგრეველი ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებიდან, პირველმა დავა სახელწიფოსთან, 25 წლის წნორელი დავით ბერიაშვილის დედამ - ია ბერიაშვილმა დაიწყო.

დათო სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული და სამაგიდე თამაშის Legend of Kartlos-ის ერთ-ერთი ავტორი იყო.

ბერიაშვილი შოვში „მამისონის კოტეჯებში“ ისვენებდა და მეგობრებთან, და-ძმა გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად დაიღუპა. ბერიაშვილების ოჯახის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“ იცავს.

გიორგი ყარალაშვილი და დავით ბერიაშვილი შოვში 3 აგვისტოს დაიღუპნენ, მათთნა ერთად დაიღუპა გიორგის და - სოფო
გიორგი ყარალაშვილი და დავით ბერიაშვილი შოვში 3 აგვისტოს დაიღუპნენ, მათთნა ერთად დაიღუპა გიორგის და - სოფო

„ჩვენი აზრით, სამსახურებრივი გულგრილობის შედეგი იყო, რაც შოვში ვნახეთ და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო დავით ბერიაშვილი“ - ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ქეთი თავხელიძე.

„ჩვენი აზრით, სამსახურებრივი გულგრილობის შედეგი იყო, რაც შოვში ვნახეთ და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო დავით ბერიაშვილი. სწორედ ამ მუხლით მოვითხოვეთ, ბერიაშვილის დედის ანუ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომ დაზარალებულის უფლებამოცვლედ სცნო დავით ბერიაშვილის დედა, მაგრამ, არა სამოხელეო დანაშაულის შედეგად, არამედ გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობის მუხლით
ქეთი თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“ იურისტი

მისი თქმით, „ჩვენ სწორედ ამ მუხლით მოვითხოვეთ, ბერიაშვილის დედის ანუ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. ასევე მოვითხოვეთ, რომ ვინაიდან შსს-ს ჰქონდა წამყვანი როლი, როგორც სამაშველო ოპერაციის, ისე პრეცენციულ-დამცავი ღონისძიების პროცესში, ვინაიდან არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, შსს ჩამოშორებოდა გამოძიებას და საქმე პროკურატურას გადაცემოდა. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლე სტატუსის მონიჭებისთანავე მოვითხოვეთ საქმის მასალების გადმოცემა.

პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნო დავით ბერიაშვილის დედა, მაგრამ, არა სამოხელეო დანაშაულის შედეგად, არამედ გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობის მუხლით. მასალების გადმოცემაზე უარს გვეუბნებიან და გვთავაზობენ პროკურატურის შენობაში წავიკითხოთ ეს მასალები, ვაპირებთ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გავასაჩივროთ. სამართლებრივად გვაქვს მოლოდნი, რომ საქმე ეფექტურად იყოს გამოძიებული სამოხელეო დანაშაულის ნაწილში“ - ამბობს ქეთი თავხელიძე.

შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით აწარმოებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სახელმწიფო ისევ აცხადებს, რომ სტიქიური უბედურების თავიდან აცილება და ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო, იმ შემთხვევაშიც კი თუ ხეობაში, ადრეული შეტყობინების და განგაშის სისტემა იქნებოდა დამონტაჟებული.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უარს ამბობს, როგორც საქმის გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემაზე, ისე პარლამენტში საგამოძიები კომისიის შექმნაზე, რაც ოპოზიციამ ბოლო ორი კვირის მანძილზე არაერთხელ მოითხოვა.

„აშკარად იგრძნობოდა, რომ ოპოზიციის სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე. მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

ძებნის ოპერაცია მდინარე ჭანჭახში
ძებნის ოპერაცია მდინარე ჭანჭახში

მისი თქმით, „ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად, ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი.“

„აშკარად იგრძნობოდა, რომ ოპოზიციის სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე"
მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

სარჯველაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ შოვის ტრაგედიიდან მალევე ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონა ჩაკეტა და იქ მუშაობის უფლება „უსაფრთხოებიდან გამომდინარე“ მედიასაც არ ეძლეოდა.

მესტიელი გიდი ვიკა ფილფანი, რომელიც სხვა მოხალისეებთან ერთად, შოვში მაშველებს, ჯარისკაცებს და ადგილობრივებს ეხმარებოდა ფიქრობს, რომ გლოვის დასრულების შემდეგ რაჭაშიც და დანარჩენ საქართველოშიც უფრო მეტი ადამიანი დასვამს კითხვას, თუ ვისი პასუხისმგებლობაა, რაც მოხდა და რატომ ვერ მოხერხდა პრევენცია.

„არის დიდი პროტესტი შემდეგ (სამძებრო) სამუშაოებთან დაკავშირებით, უშუალოდ (სტიქიის) დღესთან და ღამესთან დაკავშირებითაც, ზოგიერთი ამას ხმამაღლა ამობს, ზოგიერთი ვერ ამბობს ხმამაღლა, რაღაც გარკვევული მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშველოვანია, რომ როცა ეს ადამიანები პროტესტს გამოხატავენ, იქნება ეს ობიექტური თუ სუბიექტური, ყველა ვალდებულია მოისმინოს“ - ამბობს ვიკა ფილფანი.

შოვი 5 აგვისტო
შოვი 5 აგვისტო

XS
SM
MD
LG