ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმაზე სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება


ფუკუშიმაზე სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება
ფუკუშიმაზე სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება

იაპონიაში დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოპერატორებმა დღეს რეაქტორებიდან 11 ტონა დაბინძურებული წყალი გამოუშვეს და ოკეანეში ჩაუშვეს. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა იოკიო ედანომ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, გამოშვებული წყალი უფრო ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე ის, რომელიც კონტეინერებიდან ამოტუმბეს. ხელისუფლების განცხადებით, რადიაციის დონე ფუკუშიმას სიახლოვეს წყალში დასაშვებ ნორმას ათასჯერ აღემატება. შექმნილ ვითარებაში იაპონიის მთავრობამ ბოსტნეულის გაყიდვებზე გარკვეული აკრძალვები დააწესა.

„მთავრობამ შეაჩერა ბოსტნეულის გაყიდვა ჩიბას პრეფექტურიდან, რომელიც ტოკიოს ესაზღვრება და ფუკუშიმადან 200 კილომეტრით არის დაშორებული,“ - განაცხადა იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა იოკიო ედანომ.

XS
SM
MD
LG