აშშ-ს 19 სამხედრო ხომალდი 133 საფრენი აპარატი და 18165 სამხედრო მოსამსახურე იაპონიაში დახმარებას უწევს სტიქიურ უბედურებაში დაზარალებულთ. იაპონია ამერიკელ ექსპერტებს ითხოვს, რათა მათი დახმარებით დასძლიონ ფუკუშიმა დაიჩის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი კრიზისი. პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ტოკიოს ელექტრო კომპანია, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ცუნამისაგან დაცული ყოფილიყო სადგურის შიდა ელექტროსისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეაქტორების გაგრილება.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ იაპონელ ხალხთანაა მის ძალისხმევაში დასძლიიოს ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული სტიქიურიი უბედურების შედეგები.
პოპულარული
1