იაპონელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, იაპონიაში ზოგი იგნორირებას უხდენს საფრთხეს და ბრუნდება შინ ფუკუშიმა დაიჩის დაზიანებული ელექტროსადგურის პერიმეტრში განლაგებულ სახლებში. იაპონიის მთავრობა აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ელექტროსადგურის ოც კილომეტრიან რადიუსში რადიაციის საშიშროებაა და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იქ დაბრუნება თუ რადიაციის საფრთხე შემცირდება. ოფიციალური განცხადების თანახმად, დღეისათვის დადგენილი ინფორმაციით მიწისძვრასა და ცუნამის 10 600 კაცზე მეტი შეეწირა. 16 500 ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული. 300 000 კაცი უსახლკაროდაა დარჩენილი.
იაპონელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, იაპონიაში ზოგი იგნორირებას უხდენს საფრთხეს.
პოპულარული
1