ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი კოვიდის ვაქცინას საქართველოში გამოცდის


ფარმაცევტულმა კომპანია NRx-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელში შექმნილი ვაქცინის მესამე ფაზის კვლევები საქართველოში ჩატარდება.

"ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ვაქცინების იგზავნება",- უთხრა NRx​-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ჯონათან ჯავიტმა, გამოცემა "იერუსალიმ პოსტს".

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისრაელის ბილოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა. გასულ თვეს, სასწავლო დაწესებულებამ ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია NRx-სთან, რათა ვაქცინის სწრაფი მონიტორინგი გახდეს შესაძლებელი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გეგმის მიხედვით, მესამე ფაზის გამოცდები ოქტომბერში უნდა დაიწყოს. ფარმაცევტული კომპანია აპირებს, რომ ვაქცინის გამოსაცდელი ფაზა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატაროს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში. სულ ცდაში 30,000 ადამიანი იქნება ჩართული.

NRx-ში აცხადებენ, რომ მეორე ფაზის კვლევის მიზანია "დამტკიცდეს ვაქცინების უნარი გამოიმუშაოს იმუნური პასუხი კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მანამდე, ვიდრე კვლევის მესამე ფაზაზე გადავალთ".

ფარმაცევტული კომპანიის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა წინამორბედებზე უფრო ეფექტური იქნება დელტა და სხვა ვარიანტების მიმართ.

ტრადიციულ კვლევაში, რომელიც მხარში ვაქცინის გაკეთებას გულისხმობს, 300-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, კვლევა გულისხმობს, ვაქცინის მცირე რაოდენობის კანში შეყვანას, კუნთის ნაცვლად. ვაქცინას ამ გზით, დაახლოებით, 100 ადამიანი მიიღებს.

საქართველოში კვლევას რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთად უხელმძღვანელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG