ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესამე დოზის დამტკიცებას ამერიკაში ამ კვირის ბოლომდე ელოდებიან


შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზის დამტკიცების ფინალურ სტადიაზეა. საქმეში ჩახედული ადამიანები იუწყებიან, რომ ეს შეიძლება დღესვე მოხდეს. ჯერჯერობით საუბარია იმაზე, რომ მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი დაენიშნოს დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იქნება "მოდერნას" ან "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლებიც შეერთებულ შტატებში საგანგებო ავტორიზაცის საფუძველზეა დამტკიცებული. პარასკევისთვის უკვე ჩანიშნულია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დამოუკიდებელ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს და მესამე დოზის ადმინისტრაციას კენჭს უყრის.

იმუნოკომპრომეტირებულ ამერიკელთა რიცხვი 3-დან 9 მილიონამდე შეიძლება იყოს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი კლასიფიკაციები, თუ ვის დაენიშნება კოვიდ-19-ის აცრის მესამე დოზა. დასუსტებული იმუნიტეტი შესაძლოა რომელიმე დაავადებით, ან მკურნალობის მეთოდით იყოს განპირობებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG