ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზის ცენტრალურ ნაწილს ბომბავს


ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს აგრძელებენ. ბოლო ცნობებით, ისრაელმა ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ისრაელის იერიშების შედეგად, სულ ცოტა, 9 პალესტინელი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელმა ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 25 სამიზნე გაანადგურა.

საჰაერო იერიშების პარალელურად გრძელდება სახმელეთო სამხედრო მოქმედებები ქალაქ რაფაშიც, სადაც ქალაქის სამხრეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ისრაელმა ტანკები გაგზავნა ქალაქ რაფის ჩრდილოეთ ნაწილშიც.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში სულ ცოტა 81 ადამიანი დაიღუპა 198 კი დაიჭრა. სამინისტროს მონაცემები ზოგადია და მასში არ არის დაკონკრეტებული რამდენია აქედან მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენი „ჰამასის“ მებრძოლი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ მათ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლა შეძლეს და გრძელდება მუშაობა მიზნების მისაღწევად. მიზნები კი ისრაელმა ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებისას განსაზღვრა მათ შორის არის „ჰამასის“ განადგურება და „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლება.

„ღაზაში [სამხედრო] ოპერაციებმა შექმნა ის პირობები, რომლებიც აუცილებელია მძევლების დაბრუნებისთვის“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც „ჰამასის“ მებრძოლები 2023 წლის 7 ოქტომბერს თავს დაესხნენ ისრაელს, გაიტაცეს 250-ზე მეტი ადამიანი და 1 200 ადამიანი მოკლეს. თავდასხმას მალევე მიენიჭა ტერორისტული აქტის სტატუსი. „ჰამასს“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების მონაცემებზე გაერო ამბობს, რომ სანდოა და მასში ეჭვის შეტანის ნიშნები არ არსებობს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG